მასობრივი გამოსვლებს არაერთ ქვეყანაშიძალა დაუპირისპირეს, დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, უკრაინის პრეზიდენტი გახდა კომიკოსი, რომელიც შემდეგ აშშ-ის საშინაო პოლიტიკური დისპუტში ჩაითრიეს. თინეიჯერი გოგონას შთაგონებით აქციები იმართებოდა, რასაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა კლიმატის ცვლილებაზე მისი მოწოდებების გამო. 2019 წლის ამ დიდი მოვლენების ფოტოები.
2019 წელი ფოტოებით
31
პოლიციის სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად თბილისში, ანტისამთავრობო გამოსვლისას 18 ნოემბერს.
32
პრორუსი სეპარატისტები დონეცკის ოლქში, პეტრივსკეს მახლობლად, განნაღმვის სამუშაოებს ატარებენ 19 ნოემბერს.
33
ირანელი ქალები „მელათ ბანკის“ დემონსტრაციების დროს დამწვარ შენობასთან ქალაქ შაჰრიარში 20 ნოემბერს. ირანის მთავრობის მიერ საწვავის ფასის, სულ მცირე, 50 პროცენტით გაძვირებას მოჰყვა გამოსვლები ირანის ბევრ ქალაქში.
34
ბაღდადში უშიშროების ძალებთან შეტაკების დროს დაჭრილი დემონსტრანტი გადაჰყავთ პირველი დახმარების მისაღებად, 28 ნოემბერი.
35
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, პრესის წინაშე კომენტარისას, ვაშინგტონში, პრეზიდენტის შვეულმფრენზე ასვლის წინ 2 დეკემბერს, როცა წარმომადგენელთა პალატა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებას განიხილავდა.
36
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ), საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი (შუაში) და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ხვდებიან პარიზში, ელისეს სასახლეში, 9 ნოემბერს. ეს იყო ზელენსკისა და პუტინის პირველი შეხვედრა, გამართული იმ მიზნით, რომ დასრულდეს ხუთწლიანი ბრძოლა უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში, რომელსაც პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ.