Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი მართვის მოწმობები 1 აპრილს გაუქმდება


მოქალაქეებს რამდენიმე დღე რჩებათ იმისათვის, რომ განაახლონ ძველი მართვის მოწმობები. ცვლილება ეხება იმ მძღოლებს, რომელთაც 2006 წლის 1 აპრილამდე აიღეს მართვის მოწმობა და მას შემდეგ არ შეუცვლიათ.

განახლებული მართვის მოწმობის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოქალაქემ უნდა წარადგინოს:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა.

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილება 2014 წელს შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ბოლო მონაცემებით, ამ დრომდე საქართველოს 124 802-მა მოქალაქემ შეცვალა მართვის მოწმობა ახლით.

თუ მოქალაქე 1 აპრილამდე ვერ განაახლებს მართვის მოწმობას, დოკუმენტი ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათის ტიპის მართვის მოწმობებს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG