1 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. მან ილაპარაკა ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის დაწყებასა და გასულ კვირაში თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.