ზაალ ანდრონიკაშვილი - "ყველანი, ვინც ხელი მოვაწერეთ ამ წერილს, ვთანხმდებოდით, რომ მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა"
"მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ არა მარტო მისი სიცოცხლე, არამედ რაღაც ჩარჩოები, სამართლებრივი თუ სამართლებრივს მიღმა, რომელიც ჩვენ გვაქცევს საზოგადოებად", - ამბობს ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი, 7 ნოემბერს საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ გავრცელებული მიმართვის ხელისმომწერი.