Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქთაშორისო გადაადგილება ორი დღით გაიხსნება და შემდეგ ისევ შეიზღუდება


შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე მხოლოდ ორი დღით, 27 და 28 აპრილს მოიხსნება, 29 აპრილიდან კი გადაადგილება კვლავ შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა:

„იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ჩვენი ბევრი მოქალაქე გასული იყო რაიონში, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ რეგისტრაციის ადგილებზე. ორი დღის შემდეგ, ის შეზღუდვები, რომელიც საქალაქთაშორისო გადაადგილებას და დიდი ქალაქების ჩაკეტვას მოიცავს, კვლავ აღდგება“.

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის კანცელარიაში წარადგინა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG