Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

99 წლის ბრიტანელი ბაღში სიარულით მილიონებს აგროვებს მედიკოსებისთვის


მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა, 99 წლის ტომ მურმა, ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად 15 მილიონ დოლარამდე შეწირულებები მოაგროვა საკუთარ ბაღში სიარულით. გადამდგარი კაპიტნის მიზანია, თავის 25-მეტრიან ბაღში ასჯერ გაიაროს თვის ბოლომდე, თავისი ასი წლის იუბილესთვის. თავდაპირველად მისი გეგმა იყო, 1250 დოლარი შეეგროვებინა ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის, მაგრამ საქველმოქმედო აქციას 600 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და ბევრად მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე მურს შეეძლო წარმოედგინა.

XS
SM
MD
LG