არასაპარლამენტო ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა გაუგზავნა

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და კონტროლი სთხოვეს. მიმართვაში ოპოზიციის ლიდერები აგვისტოს ომის შემდეგ, ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიზანმიმართულ დასჯაზე საუბრობენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ ე.წ. მუხროვანის ამბოხი ხელისუფლებამ მას შემდეგ გაითამაშა, რაც, სამხედრო ნაწილების პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მათი გამოყენება მოინდომა. მიმართვაში დასახელებულია დაპატიმრებული ჯარისკაცებისა და ოფიცრების ვინაობა და აღნიშნულია, რომ არმიიდან დათხოვნილია არაერთი პროფესიონალი სამხედრო, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო. ოპოზიციის ლიდერები შეიარაღებულ ძალებში არსებული რთული ვითარების პასუხისმგებლად მიიჩნევენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლსითვისაც, მათი განცხადებით, არმია არა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, არამედ პოლიტიკური მიზნების განხორციელების ინსტრუმენტია.