დავით ბაქრაძემ დეპუტატებს და ელჩებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, რომლებმაც დავით ბაქრაძის განცხადებით, ზრდილობის, ღირსების და საკუთარი სტატუსის დაცვით, ზღვარგადასულ აგრესიას პასუხი არ გასცეს. პარლამენტთან გასულ პარასკევს მომხდარი ინციდენტების შეფასებითვის ბაქრაძემ მადლობა დიპლომატიურ კორპუსსაც გადაუხადა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ელჩები ასე მკაფიოდ და ნათლად რეგირებენ, რამაც მომხდარით საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებაც დაადასტურა. ბაქრაძის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, ამიტომ პარლამენტი მუშაობას გარკვეული პირობების დაცვით განაგრძობს. დავით ბაქრაძემ ყველა პოლიტიკურ ძალას კვლავ დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა.