ზვიად ძიძიგურს მერობა სურს

ზვიად ძიძიგური

მერობის კანდიდატთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ირაკლი ალასანიასა და კობა დავითაშვილის შემდეგ მერობის სურვილი ზვიად ძიძიგურმაც გამოთქვა. ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ”კონსერვატორების” კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ შიდა არჩევნები, ე.წ. პრაიმერი მერობის მსურველ ოპოზიციონერებს შორის გამოავლენს იმ კანდიდატს, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მერობის ახალი კანდიდატის დასახელებას ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებიც დაესწრნენ.