გარდაიცვალა ვლადისლავ არძინბა

ვლადისლავ არძინბა, დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი

დღეს მოსკოვში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა გარდაიცვალა. 64 წლის არძინბა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკაში 25 თებერვლიდან მკურნალობდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ, რომელიც ამჟამად რუსეთის დედაქალაქში იმყოფება, ვლადისლავ არძინბას აფხაზი ხალხისთვის მოვლენა და მთელი ეპოქა უწოდა. სოხუმში შეიქმნა არძინბას დამკრძალავი კომისია, რომელსაც სერგეი ბაღაფში ხელმძღვანელობს. სააგენტო ინტერფაქსთან საუბრისას ვლადისლავ არძინბას გარდაცვალებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ მთელი კავკასიის ტრაგედია უწოდა.