თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის 30 მარტის № 254 განკარგულების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისს გაიმართება. განკარგულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს უფლებამოსილება შეუნარჩუნდებათ.

"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, შეიცვალა საკრებულოების დაკომპლექტების წესიც და რაოდენობებიც. მათ შორის, დედაქალაქის საკრებულო 50 წევრამდე გაიზრდება და იქ 25 მაჟორიტარი და 25 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი იქნება. დღვანდელი საკრებულო 37 წევრისგან არის დაკომპლექტებული.

ამასთან, შეიცვალა საკრებულოს წევრის და მერობის კანდიდატის კრიტერიუმებიც. კერძოდ, თუ აქამდე სავალდებულო იყო, რომ მათ საქართველოში 10 წელი მაინც უნდა ეცხოვრათ, ახლა კენჭისყრაში მონაწილეობა 5 წლის ცხოვრების შედეგადაც შეეძლებათ.

ამასთან, განხორციელებული ცვლილებით, პირდაპირი წესით მხოლოდ დედაქალაქის მერის არჩევნები გაიმართება.