უკრაინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებს

თავისუფლების ქანდაკება, კიევი

უკრაინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს - უთხრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშენკომ გაზეთ "კომერსანტ-უკრაინას”. „ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაურღვევლობის საკითხი პრინციპულია. წერტილი“, - თქვა გრიშენკომ.