რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი გაათავისუფლეს

რუსი სამხედროების ბლოკპოსტი სოფელ პერევში

რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის ოკუპირებული პერევის მოსაზღვრე სოფელ ჯრიასთან 19 მაისს დაკავებული 2 ქართველი გაათავისუფლეს. საჩხერის პოლიციის უფროსმა ვასილ ბახტურიძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს აცნობა”, რომ გათავისუფლებული მურმან მაკასარაშვილი და მირიან ბურძენიძე ამჟამად საკუთარ სახლებში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.