"ტაოპრივატბანკზე" შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა

თბილისში, ყაზბეგის გამზირის 4-ში მდებარე "ტაოპრივატბანკის" ოფისთან ინკასაციის სამსახურის ავტომობილზე თავდასხმა დღეს, დაახლოებით, 09:30 საათზე მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი შეიარაღებული იყო პისტოლეტით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. მათ ჯერ-ჯერობით გარკვეული რაოდენობის თანხის გატაცება და მიმალვა მოახერხეს. დაჭრილია ინკასაციის სამსახურის ორი თანამშრომელი. ერთ-ერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ბანკის სათაო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ.