ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები თბილისს ეწვივნენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვივნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მიკაელ იენსენი და კასტრიოტ ისლამი. სტუმრებს შეხვედრები ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანთან. მოგვიანებით, იენსენი და ისლამი რუსთავში გაემგზავრებიან და შსს-ს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ. ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა ჯგუფთან, მედიის წარმომადგენლებთან და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.