რადიოჟურნალი - 875-ე გამოშვება

"მოდელირებული ქრონიკა"

ყოველკვირეული რადიოჟურნალის, მეათე სტუდიის შინაარსი: საქართველოში დემოკრატიზაციის ხარისხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის წარმომადგენლებს უამბეს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ აუდიტორიას ”მოდელირებულ ქრონიკად” წოდებული სატელევიზიო გადაცემა შესთავაზა - რა შედეგები მოჰყვა მოვლენას, რომელმაც საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მკვეთრად უარყოფითი ემოციები გამოიწვია. 20 მარტს ასტროლოგიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. რადიოჟურნალს მუსიკისა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგიის, ისლამის ურთიერთმიმართებაზე საუბრით დავასრულებთ.