რადიოჟურნალი - 898-ე გამოშვება

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ათ სტუნდეტს საკუთარ ვენახში უმასპინძლა.

ყოველკვირეული რადიოჟურნალის თემებია: თუ რამდენად კანონიერად შეიძინა ვენახი საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც კვირის დასაწყისში საკუთარ ეზოში წარჩინებულ აბიტურიენტებს მწვადითა და ღვინით გაუმასპინძლდა. გამოვეხმაურებით ერთ-ერთ კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ადამიანებში ძალიან დაბალია სოციალური ერთობის რწმენა. გამოვეხმაურებით ორ თარიღს - ცნობილი რუსი მულტიპლიკატორი იური ნორშტეინი 70 წლისაა; ცნობილი ბუნების დამცველი ორგანიზაცია "გრინპისი" კი - 40 წლის გახდა.