კალმახელიძემ და სუბელიანმა პოსტები შეინარჩუნეს

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე ორი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წინადადებებს პოსტებიდან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის კალმახელიძის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის სუბელიანის გათავისუფლების შესახებ. მთავრობიდან მათ დათხოვნას მხარი არ დაუჭირა 64-მა დეპუტატმა 13-ის წინააღმდეგ. დღესვე საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას, რომლითაც ცნობად მიიღო სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიში. ამ საკითხებისთვის პარლამენტს კენჭი 12 აპრილს უნდა ეყარა, რაც კვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა.