ქართული თარგმანები ბოლო 20 წლის განმავლობაში

სალომე ბენიძე, ანი კოპალიანი

როგორ ვითარდებოდა საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მთარგმნელობითი პროცესი, რა მიღწევები ჰქონდათ ქართველ მთარგმნელებს და რა პრობლემების წინაშე იდგნენ ისინი, მოყოლებული 1991 წლიდან - ეს არის გამოკვლევის მთავარი თემა, რომლის სახელწოდებაცაა „ქართულ ენაზე 1991 წლიდან მიმდინარე მთარგმნელობითი პროცესის მიმოხილვა“. კვლევა პროექტ „წიგნის პლატფორმისა“ და „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით განხორციელდა. რადიო თავისუფლებამ გამოკვლევის ძირითად ტენდენციებზე სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოიწვია მისი ავტორები - პოეტი და მთარგმნელი სალომე ბენიძე და მთარგმნელი, თარგმანმცოდნე ანი კოპალიანი.

Your browser doesn’t support HTML5

ქართული თარგმანები ბოლო 20 წლის განმავლობაში