საქართველოში გლოვობენ ხანძრის შედეგად დაღუპულებს

საქართველოში გლოვის დღეა ბათუმში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. დაიღუპა საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე. გლოვის ნიშნად საქართველს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ბათუმში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ეს მუხლი გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი.