აუდიტის სამსახური ითხოვს წვდომას საარჩევნო სუბიექტების შემომწირველთა შემოსავლებზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა დეკლარირებულ შემოსავლებზე იმ პირებისა, რომლებმაც 1-5 ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. სააგენტოს ცნობით, აუდიტორებს შეკითხვები აქვთ ლიდერი საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული ზოგიერთი შემოწირულების შესახებ. მათ შორის არიან ექიმები, რომლებმაც სოლიდური თანხები გადარიცხეს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.