ცესკომ დაადასტურა საიას ინფორმაცია დარღვევის შესახებ

ცესკომ დაადასტურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ნაძალადევის 74-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სამკერდე ნიშნით ("ბეჯით"), რომელიც არ იყო ცესკოს მიერ დადგენილი წესით გაცემული, იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. აღნიშნულის დადასტურების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიამ არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინა საარჩევნო უბანი. ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ 13:00-ზე გამართულ ბრიფინგზე.

ცესკოს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ გორში დაკეტილია რამდენიმე საარჩევნო უბანი, ხოლო ოთხ საარჩევნო უბანზე არ იმყოფებიან კომისიის წევრები. „გორში ჩვეულებრივად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.