პროკურატურამ მოითხოვა ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში უთხრეს.

პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ, რა ტიპის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვენ.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება „მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა".

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.