ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს თანახმად, საქართველოს ხელისუფლება მასშტაბური პროვოკაციებისთვის ემზადება

საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ბლოკსაგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურები ე.წ. საზღვრის რეგიონში დესტაბილიცაზიის კერის შექმნას ცდილობენ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში.

„კერძოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს ქართველ აქტივისტებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა ქართულ სოფლებში - კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში.“ ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს თანახმად, ქართული სპეცსამსახურების მიზანია, ამით ხელი შეუშალოს მათ „ინციდენტის რაიონში ვითარების ობიექტურ შეფასებაში“.

ცხინვალის რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების ხელთ არსებული მასალები მოწმობს „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა აქტიურ საქმიანობაზე ზნაურის რაიონის სოფელ უისტის (წნელისი) რაიონში მასშტაბური პროვოკაციების მოსამზადებლად.“

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის კგბ-ს განცხადების შესახებ ინფორმაცია ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა გაავრცელა 23 ოქტობერს.

წნელისი-ჩორჩანა-წაღვლის მიმართულებით ვითარება აგვისტოში გამწვავდა, როცა ჩორჩანის ტყეში საქართველოს საპოლიციო საგუშაგო ჩადგეს. საპასუხოდ საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანის მიმართულებით ტყეში დაახლოებით კილომეტრნახევრით, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოიწიეს და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყვეს. ამ ინფორმაციას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამჟამად წნელისიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ე.წ სასაზღვრო საგუშაგოებისკენ ახალი გზა გაჰყავთ.