„აი, რა კარგი ქენით წირვას რო დაესწარით!“, - მიმართა საშობაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ. „ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ!“, - უთხრა მან მედიის წარმომადგენლებს, რომელებიც თავის მხრივ დაინტერესდნენ, რატომ გამოარჩია მეუფემ ისინი სხვებისგან.
„ყველაზე მეტად ჩვენ რატომ გვჭირდება?“-იკითხეს ჟურნალისტებმა.
„რატომ? ჩვენსავით ცოდვილები ხართ და იმიტომ“, - უპასუხა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეკითხვები დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს.