საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ იტყობინება საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში.

ამავე ინფორმაციით, ეპიდემის განმავლოვაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 93 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 პაცინეტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში საქართველოში ამჟამად იმყოფება 5094 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.