TikTok-ის შეცდომის გამო საქართველოს ელჩმა ჩინეთში შეხვედრები გამართა

სოციალურ ქსელ TikTok-ში აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკე ქვეყნებად მოხსენიების გამო, საქართველოს ელჩმა ჩინეთში შეხვედრები გამართა. „გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. ვისთან გაიმართა შეხვედრები, სამინისტროში არ აკონკრეტებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მუშაობენ. TikTok-ი ჩინურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის.