საქართველოში 53-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი

საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 53-ე პაციენტი. ლეტალური შედეგი ქუთაისში დაფიქსირდა.

დილით დადასტურდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის გარდაცვალება.

ბოლო ხუთ დღეში გარდაცვლილია 14 ადამიანი.