ცესკო ადასტურებს ბიულეტენების მოხევისას მათი დაზიანების ფაქტებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) დაადასტურა, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას ისინი დააზიანეს.

„ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

ბიულეტენებიდან პარტიის საარჩევნო ნომრის მოხევის ფაქტებზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.