კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევიდან 1044 თბილისიდანაა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანწილდა:

  • თბილისში - 1 044;
  • აჭარაში - 503;
  • იმერეთში - 526;
  • ქვემო ქართლში - 207;
  • შიდა ქართლში - 177;
  • გურიაში - 89;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117;
  • კახეთში - 36;
  • მცხეთა-მთიანეთში - 43;
  • სამცხე-ჯავახეთში - 25
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.

ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.