სალომე ზურაბიშვილი შეხვდება იენს სტოლტენბერგს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდება 22 იანვარს.

სალომე ზურაბიშვილი, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში.

სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 2020 წლის სექტემბერში შეხვდა. მათ განიხილეს ​შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.