1 მარტამდე ძალაში რჩება 21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა

21:00 სააათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება 1 მარტამდე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. იმის გათვალისწინებით, რომ მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, სკოლები იწყებს ფუნქციონირებას და მაღაზიები, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ ეს გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები, იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ასევე ნახეთ რა შეზღუდვები დარჩება და რა მოიხსნება 1 თებერვლიდან

პირველი თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი.

ასევე ნახეთ 1-ლი თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება.