ზალკალიანის ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს მოქალაქემ მცირე დაზიანება მიიღო

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქემ მიიღო ძალიან მცირე დაზიანება.

„მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის, მისი ოჯახის წევრები, საელჩო არის მასთან კომუნიკაციაში. არანაირი გართულება მას არ ემუქრება, ის უკვე გამოწერილია და უსაფრთხოდ გრძნობს თავს“, - თქვა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ზალკალიანმა ილაპარაკა ისრაელელებსა და პალისტინელებს შორის სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობაზე.

„ჩვენი დიდი სურვილი არის, რომ სიტუაცია წავიდეს დეესკალაციის გზით და გამოინახოს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სარაკეტო თავდასხმები და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება“, - თქვა მინისტრმა.

ასევე ნახეთ ღამით გამწვავდა ბრძოლა ისრაელსა და პალესტინელებს შორის

გასულ ღამეს ესკალაცია განიცადა ბრძოლამ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის - ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა ჰამასის პოზიციებზე ღაზის სექტორში, პალესტინელებმა ისრაელის სიღრმეში რაკეტები ისროლეს.