საქართველოში დღეში საშუალოდ 3 613 ადამიანი იკეთებს ვაქცინას

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 21 მაისის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 105 500 ადამიანი, ყოველდღიურად კი საშუალოდ 3 613 ადამიანი იკეთებს კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინას.

საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი ვაქცინები:

  • ასტრაზენეკა (45+ პირებისთვის)
  • სინოვაკი (რომელზე რეგისტრაციაც დღეს დაიწყო)
  • სინოფარმი (რომელზე რეგისტრაციაც აცრის პირველი დოზისთვის მხოლოდ რამდენიმე პუნქტშია შესაძლებელი)

საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს pfizer-თან მილიონი დოზა ვაქცინის მისაღებად, ივნისის მეორე ნახევარში კი ელოდება სინოფარმის ნახევარ მილიონ დოზას ჩინეთიდან.

11 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინებზე მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას, თუმცა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ივლისში ქვეყანა შეძლებს დღეში 15 000 ადამიანის აცრას.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველო აპირებს 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას, რაც არსებული ტემპით შეუსრულებელი ამოცანაა.