„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტია ევროპული მედიაციით შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. 30 მაისს ჩატარებული პოლიტსაბჭოს დასრულებისას გამართულ ბრიფინგზე მელიამ თქვა, რომ შეთანხმებაში არის „ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულადაა მიუღებელი“.

ნიკა მელიამ ბრიფინგზე პატივისცემა დაუდასტურა დასავლელ პარტნიორებს და განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან მიმართებით თავიდან ბოლომდე ჩაერთვებიან საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტაში და იბრძოლებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

დღევანდელ პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეწყვეტდა ბოიკოტს და დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას.

ასევე ნახეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის