ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსი მოგებით გახსნა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე - როლან გაროსზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6:4, 6:3, 0:6, 6:2. მეორე წრეში ბასილაშვილს ესპანელი მეტოქე ეყოლება - კარლოს ალკარასი ან ბერნაბე საპატა მირალიესი.

ნიკოლოზ ბასილაშვილისგან განსხვავებით, როლან გაროსის პირველი წრე წარუმატებელი აღმოჩნდა ეკატერინე გორგოძისთვის. 29 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ტურნირის დაძლევის შემდეგ მოხვდა, დანიელ კლარა ტაუსონთან წააგო - 4:6, 2:6.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება. 27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა.

ასევე ნახეთ ფსიქოლოგი ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლოდან: ეს იყო ფსიქოლოგიური ტანჯვა
ასევე ნახეთ “ვთვლიდი, ზღაპრული ოჯახი ჰქონდათ, ეს სტერეოტიპი ერთ დღეში დამემსხვრა” - რას ჰყვება მოწმე ბასილაშვილის ოჯახში ძალადობაზე