საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 272 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 769 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2,46%;
  • ბოლო 7 დღის - 2,62%;
  • ბოლო 14 დღის - 2,46%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 460-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

18 ივნისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 225 666 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 76 944 ადამიანი.

ასევე ნახეთ „ვაქცინირებული ინფიცირებულები“ - კონტექსტიდან ამოგლეჯილი ანტივაქსერული საფრთხე

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 358 360 შემთხვევა. მათგან 343 837 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5148 ადამიანი.