კობახიძე ამბობს, რომ ელჩები ხშირად აკეთებენ "ნაჩქარევ" განცხადებებს

"სამწუხაროდ საერთაშორისო პარტნიორებიც ხშირად აკეთებენ ხოლმე ნაჩქარევ განცხადებებს" - თქვა მმათველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, როცა მას თხოვეს კომენტარი 10 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ამ განცხადებაში კელი დეგნანმა თქვა, რომ პრემიერმა ვერ შეასრულა როლი, რომელიც მას აქვს კრიზისების განმუხტვაში, 5 ივლისს და ეს იმედგამაცრუებელი იყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნაჩქარევი იყო ასევე აშშ-ს საელჩოს განცხადება ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო: გამოვლინდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ლექსო ლაშქარავაზე ყველა თავდამსხმელი
ასევე ნახეთ კობახიძე: ტელევიზიებში [ფორმულა, ტვ პირველი, მთავარი] შავი ფული ტრიალებს და ეს გამოსაძიებელია
ასევე ნახეთ კელი დეგნანი: პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, სამწუხაროდ, 5 ივლისს ეს ვერ დავინახეთ

სტრატეგიული პარტნიორების ელჩები საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად გახდა სამიზნე რადიკალური, ჰომოფობიური და ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების, მათ შორის მათიც, ვინც 5-6 ივლისს თბილისში ძალადობრივი აქცია გამართა.