ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოლიმპიური თამაშები მოგებით გახსნა

ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ რობერტო კარლეს ბაენას ორ სეტში აჯობა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოს რეიტინგში ორმოცდამეორე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ რობერტო კარლეს ბაენას ორ სეტში აჯობა - 6:3 6:2.

მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილი იაპონელი ტარო დანიელისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება. 27 მაისს მორიგი სხდომა გაიმართა.

ასევე ნახეთ ფსიქოლოგი ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლოდან: ეს იყო ფსიქოლოგიური ტანჯვა
ასევე ნახეთ “ვთვლიდი, ზღაპრული ოჯახი ჰქონდათ, ეს სტერეოტიპი ერთ დღეში დამემსხვრა” - რას ჰყვება მოწმე ბასილაშვილის ოჯახში ძალადობაზე