„ქართულმა ოცნებამ" წარადგინა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დაასახელა „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები თბილისის საკრებულოს არჩევნებში.

დედაქალაქში მმართველი პარტიის კანდიდატები არიან:

  • ვაკე - გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე
  • მთაწმინდა - ზურაბ ა­ბაშიძე, საქართველოს ელჩი ყახაზეთში
  • სამგორი - რევაზ სოხაძე, სამგორის მოქმედი მაჟორიტარი
  • ისანი - კახა ლაბუჩიძე, ისნის მოქმედი გამგებელი
  • კრწანისი - ლევან ჯაფარიძე, კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი
  • ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, ნაძალადევის მოქმედი გამგებელი
  • გლდანი - კონსტანტინე ზარნაძე, გლდანის გამგაბლის მოადგილე
  • დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი
  • საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.
  • ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე, ჩუღურეთის მოქმედი გამგებელი

თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭს მეორე ვადით იყრის კახა კალაძე.

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით დაასახელა მერობის კანდიდატები.

ასევე ნახეთ მერობის 63 კანდიდატი - ვინ წარმოადგენს „ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე