მთარგმნელობითი პრემია "ლიტერა მთარგმნელებისთვის" 2021 წელს აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ლიტერატურულ პრემია "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარი თქვეს მწერალთა ნაწილმა და ჟიურის წევრთა უმრავლესობამ და ამ მიზეზით იშლებოდა.
"ლიტერატურული პრემია "ლიტერა" და მთარგმნელობითი პრემია "ლიტერა მთარგმნელებისთვის" კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ფინანსდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის "კულტურის ხელშეწყობა" ფარგლებში ერთიან პროექტად და სამინისტროს პოზიციაა, განიხილოს ორივე პრემიის ჩატარება ერთიან ჭრილში, შესაბამისად, ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა მთარგმნელებისთვის 2021" ვეღარ გაიმართება", - აღნიშნულია მწერალთა სახლის გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ
ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდებაასევე ნახეთ
„ლიტერადან” წიგნები 77-მა ავტორმა გაიტანა2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მწერალთა სახლი ლიტერატურული კონკურს „ლიტერას“ წელს აღარ ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით მწერალთა სახლმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საკონკურსოდ წარმოდგენილი 110 წიგნიდან გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადების საფუძველზე კონკურსიდან დღეისათვის 92 წიგნია მოხსნილი. მწერალთა სახლის შეფასებით, არსებულ ვითარებაში წელს შეუძლებელი ხდება ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება.