ლაშა ტალახაძე თბილისში დაბრუნდა

ლაშა ტალახაძე, ანტონ პლესნოი.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოდან დაბრუნდა. ოლიმპიურ თამაშებზე ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ალი დავუდის აჯობა 47 კილოგრამით.

ტოკიოდან დაბრუნდა ძალოსანი ანტონ პლესნოი. ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოში ჩამოვიდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იაკობ ქაჯაია. მან ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.