ძლიერმა ქარმა გორში კორპუსებს სახურავები გადახადა

მეორე დღეა, რაც გორში ძლიერი ქარი შენობებს აზიანებს. 9 აგვისტოს გორში, თარხნიშვილის და ბარნოვის ქუჩებზე ქარმა კორპუსებს სახურავები გადახადა. წაქცეულია სამი ხე, ერთი კომბინატში, ერთი ფერაძის ქუჩაზე და ერთიც 26 მაისის ქუჩაზე. ერთმა წაქცეულმა ხემ ავტომობილი დააზიანა. მოქალაქეებიდან არავინ დაზიანებულა.

ქარიშხალი იყო გორში 8 აგვისტოსაც. სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენშიც მოგლიჯა ხეები.