ტრანსპორტზე, კვების ობიექტებსა და შეკრებებზე დაწესებული შეზღუდვები დღეს ამოქმედდება

დღეს ამოქმედდება 3 კვირის ვადით დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამოცხადა. დღეიდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • შეიზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტის მომსახურებას, რომელიც მათ ამცრელ პუნქტებამდე მიიყვანს. ამოქმედდა ასევე ამცრელი პუნქტი მცხეთასა და თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, სადაც ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გარეშე.

ასევე ნახეთ როგორ მივიდეთ აცრაზე - ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი
ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს