26 წლის კოვიდინფიცირებული მელოგინე ქალი გარდაიცვალა კლინიკა "ბომონდში"

ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ახალნამშობიარები ქალი.

კლინიკის ინფორმაციით, თეა ბარამიძეს ვირუსი 14 აგვისტოს დაუდასტურდა. 36 კვირის ორსული ბათუმის კლინიკაში მკურნალობდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

კლინიკა "ბომონდში" შეყვანისას მას ფილტვის ქსოვილის 23%-იანი დაზიანება და სუთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა,- უთხრეს რადიო თავისუფლებას კლინიკაში.

ასევე ნახეთ ექიმი საუბრობს კოვიდინფიცირებული მელოგინე ქალის გარდაცვალების მიზეზებზე

გარდაცვლილი ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა. საქართველოში ორსულების აცრის რეკომენდაცია ვირუსის დელტა შტამის გავრცელების შემდეგ გაიცა.

ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.