15 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით გუშინ, 5 აგვისტოს 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკიდან მიაწოდეს.

პაციენტს შესვლის დროს ფილტვების 13-ბალიან დაზიანებასთან ერთად ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მათ შორის სეფსისი.

"მოზარდი შემოვიდა 1 აგვისტოს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, რის გამოც მოთავსებული იქნა ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის განყოფილებაში. უტარდებოდა ყველა საჭირო პროცედურა, მდგომარეობა მაინც მძიმდებოდა. გუშინ დაფიქსირდა გულის გაჩერება", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

ასევე ნახეთ საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 1120 ადამიანს, 61 გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 21 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 61 პაციენტი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, COVID-19-ით გარდაცვლილია 7867 ადამიანი.