13 სექტემბრიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შესახებ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 14 აგვისტოდან არის გაჩერებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 3 სექტემბერს თქვა, რომ თუკი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგებოდა, სხვა ტიპის შეზღუდების დაწესება გახდებოდა საჭირო.

ასევე ნახეთ ამირან გამყრელიძე: თუ ტრანსპორტი აღდგა, სხვა შეზღუდვები უნდა დაწესდეს
ასევე ნახეთ „20 კილომეტრს ფეხით გავდივარ“ - რატომ ძვირდება ტაქსი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს?