Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: თუ ტრანსპორტი აღდგა, სხვა შეზღუდვები უნდა დაწესდეს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სხვა შეზღუდვები უნდა დაწესდეს. დეტალებზე მან ჟურნალისტებთან ვებინარზე ისაუბრა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა მარტო ვაქცინაციაზე არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ტრანსპორტიც დიდი კერაა, განსაკუთრებით ინფიცირების დიდი ბუსტერია მეტრო. თუ ტრანსპორტი აღდგა, სხვა ალტერნატივა უნდა განიხილონ შეზღუდვის დაწესების", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 14 აგვისტოდან შეჩერებულია. ტრანსპორტის ამოქმედების თარიღი 4-დან 13 სექტემბრამდე გადაწიეს. შეზღუდვა ეხება თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრავ ტრანსპორტს, თუმცა არა - საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3034​ ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 86 კოვიდინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG