სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, "ფიქრის გორაზე" დაჭრილ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა. კვარაცხელია დაჭრიდან მალევე გარდაიცვალა. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 20 სექტემბერს ბრალდებულების დაუსწრებლად იმსჯელა.

ასევე ნახეთ ვინ მოკლა და რატომ Feedc-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ კვარაცხელია?

15 სექტემბერს თბილისში, ფიქრის გორაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით დაიწყეს. ამ მუხლებით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ასევე ნახეთ შსს ამბობს, რომ გახსნა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - მოტივი კვლავ უცნობია

ონლაინპლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის მკვლელობის მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კვლავ არ ვრცელდება.

ახალგაზრდა კაცის მკვლელობიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ქუჩაში განთავსებული კამერით გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია მკვლელობის მომენტი.