Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ამბობს, რომ გახსნა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - მოტივი კვლავ უცნობია


შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ გახსნილია თბილისში, 15 სექტემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი. ამ დღეს ანჯაფარიძის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა გაისმა 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მისამართით, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა. გამოძიებას ამ ეტაპზე დადგენილი ჰყავს მკვლელები, თუმცა კვლავ არაფერს ამბობს მკვლელობის მოტივის შესახებ. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში ეჭვმიტანილებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიაზე თავდამსხმელები არიან 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ისინი მკვლელობის დღეს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ და თავიდანვე ჰქონდათ განზრახული კვარაცხელიას მოკვლა. კვარაცხელიას თავდამსხმელები ნაქირავები ავტომანქანით ჩაუსაფრდნენ ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან და როცა ის გამოჩნდა ქუჩაში, 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მანქანითვე მიიმალნენ.

გამოძიება ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG